საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში

2016-04-08 17:59:00

სამსახურის უფროსი მოლდოვას რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხუთი ქვეყნის სახელმწიფო დაცვის სამსახურებს შორის თანამშრომლობის ოქმს მოეწერა ხელი.

2015 წლის 24 აპრილს საქართველოს, რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურებს შორის პროფესიული სწავლების სფეროში გაფორმებულ თანამშრომლობის ოქმს უკრაინისა და ბულგარეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურები შეუერთდნენ.

დოკუმენტზე საზეიმო ვითარებაში ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, აღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელებს მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოლაი ტიმოფტიმ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა დაცვის სფეროში ურთიერთთანამშომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

სამსახურების უფროსებმა მოლდოვას გამორჩეული მმართველის, სტეფანი დიდის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მონაწილეებმა ცნობილი კრიკოვას ღვინის მარანი და კაპრინას სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.

პარალელურად, ოქმზე ხელმომწერი ქვეყნების სამსახურების თანამშრომლებმა პირადი დაცვის საკითხების თაობაზე მოლდოვას სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ხუთდღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება დაცვითი ღონისძიებების ოპერატიული დაგეგმვისა და განხორციელების, აგრეთვე მჭიდრო ფორმაციის ტექნიკასა და სხვა საკითხებს მოიცავდა.

ოქმის ფარგლებში დაგეგმილ მომდევნო ტრენინგს ივნისში რუმინეთი უმასპინძლებს. იხ. ფოტოალბომი

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< დეკემბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო