საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სამსახური დაარსებიდან 22 წლისთავს აღნიშნავს

2016-06-23 17:56:00

დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაარსებიდან 22 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გამართულ ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სამსახურის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ მიულოცეს და წარმატება უსურვეს სამსახურის თანამშრომლებს და ახალწვეულებს.

ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს საშუალება მიეცათ, ეხილათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვადასხვა დანაყოფის ქმედებათა კოორდინირებული ერთობლიობა დაცვით ღონისძიებაზე განხორციელებული იმიტირებული თავდასხმის დროს.

ღონისძიების დასასრულს სამსახურის გამორჩეული თანამშრომლები სიგელებითა და საპატიო მედლებით დაჯილდოვდნენ. იხ. ვიდეო იხ. ფოტოალბომი

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მაისი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო