საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ტრენინგი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში

2016-10-21 14:55:00

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთისა და ბულგარეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული მორიგი ტრენინგი გაიმართა. ერთობლივი კურსი თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა, რომლის დროსაც მონაწილეებმა ერთმანეთს დაცვის სფეროში დაგროვილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

ოთხდღიანი სწავლების დასკვნით ღონისძიებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე კოლეგებთან ერთად დაესწრო. ანზორ ჩუბინიძემ უცხოელ სტუმრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური მედლებით დააჯილდოვა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.  იხ. ფოტოალბომი

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მაისი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო