საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ტურნირი “ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენაში“

2016-11-10 14:08:00

8-9 ნოემბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიმართა ტურნირი “ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენაში“.

ყოველწლიური ტურნირი დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას ჩასატარებელი მოქმედებების დახვეწას, გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული უნარების დონის დემონსტრირებასა და სრულყოფას ემსახურება.

ტურნირში სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების გუნდებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის გუნდები მონაწილეობდნენ.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი - ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის II გუნდი;

II ადგილი - სამსახურის სასწავლო ცენტრის გუნდი;

III ადგილი - ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის I გუნდი.

გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა, ხოლო ტურნირის „საუკეთესო მონაწილის“ ტიტულის მფლობელი სახელმწიფო დაცვის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის II გუნდის წევრი ავთანდილ აბესაძე გახდა.  იხ, ფოტოალბომი

 

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
1415161718
19
20
21222324252627
282930    
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო