საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში

2017-01-31 14:41:00

26-27 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიწვევით მოლდოვას რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ გეორგე ბალანთან და პრემიერ - მინისტრის მრჩეველთან სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში მიჰაი გოდეასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა მოლდოვას რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის, უკრაინისა და ბულგარეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურებს შორის პროფესიული სწავლების სფეროში გაფორმებული თანამშრომლობის ოქმის ფარგლებში ურთიერთქმედების შემდგომი გაღრმავების საკითხები და აღნიშნული სამსახურების წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევის გზები.

ხუთი ქვეყნის სამსახურების ხელმძღვანელებმა პატივი მიაგეს მოლდოვას რესპუბლიკის გამორჩეული მმართველის სტეფან დიდის ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

27 იანვარს ანზორ ჩუბინიძე მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურის შექმნიდან 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. იხ, ფოტოალბომი

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მარტი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
1011
12
13141516
17181920212223
24252627282930
31      
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო