საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში

2017-02-28 10:31:00

 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურის უფროსის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულეს. ვიზიტის ფარგლებში ანზორ ჩუბინიძე, ბულგარეთისა და მოლდოვას რესპუბლიკების, რუმინეთისა და უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევს შეხვდა. მხარეებმა უსაფრთხოებისა და დაცვითი ღონისძიებების საკითხებზე ისაუბრეს და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს. შეხვედრის დასრულების შემდგომ, მასპინძელი და სტუმარი სამსახურების ხელმძღვანელებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

 ვიზიტის დასასრულს, სამსახურის უფროსი სამთო-სათხილამურო კურორტ ლოზანეცში ხუთი ქვეყნის სამსახურების თანამშრომელთა მიერ გამართულ საჩვენებელ ღონისძიებას, ხოლო მოგვიანებით მათი დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო.

  20-24 თებერვალს ბულგარეთის რესპუბლიკაში ურთიერთთანამშრომლობის ოქმით გათვალისწინებული მორიგი სასწავლო-საწვრთნელი კურსი გაიმართა, რომლის თემას სამთო-სათხილამურო აქტივობების დროს დასაცავ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.  იხ, ფოტოალბომი

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< დეკემბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო