სიახლეები
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს
2018-03-12 15:23:00
რა უპირატესობა აქვს საკონტრაქტო სამსახურს?
- სამუშაო რეჟიმი: სამ დღეში ერთხელ მორიგეობის განრიგი;
- შრომის ანაზღაურება: თვეში დარიცხული 120 ლარის ოდენობით;
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა (ოფიცრებისა და ზევადიან თანამშრომელთა ანალოგიურად);
- აქტიური ხელშეწყობა სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის: შვებულებები აკადემიურ სასწავლო პროცესთან და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
- წარმატბული მოსამსახურეებისთვის სამსახურის გაგრძელების (მათ შორის სპეციალური დანიშნულებისა და პირადი დაცვის დანაყოფებში) რეალური შესაძლებლობის არსებობა.
საკონტრაქტო სამსახურის დაწყებას წინ უძღვის 21 დღემდე სასწავლო შეკრება, რომლის დროსაც წვევამდელები:
- მიიღებენ თეორიულ მომზადებას ვიდეო და ფოტო მასალის თანხლებით;
- კვალიფიციური ინსტრუქტორების მეთვალყურეობით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას საბრძოლო ილეთების ათვისებით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით;
- უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით (სამჯერადი კვება, კომფორტული საცხოვრებელი პირობები, სამედიცინო მომსახურება, ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობა).
რა უნდა წარმოადგინოს აღრიცხვაზე მყოფმა წვევამდელმა განაცხადის შემოტანისას?
- მიწერისმოწმობა (შესაბამისი რაიონული სამხედრო განყოფილებიდან);
- საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სხვა საბუთები განაცხადის წარდგენის შემდეგ.
განაცხადების მიღება წარმოებს როგორც ელ.ფოსტით - contact@ssps.gov.ge , ასევე მისამართზე: ქ. თბილისი, 9 აპრილის N2. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995 32) 2 92 16 31 + შიდა (44 29).