სიახლეები
ტურნირი „პირადი მცველი 2018“
სამსახურის სასწავლო ცენტრში შიდა ტურნირი - „პირადი მცველი 2018“ გაიმართა.
ტურნირის პროგრამა შემდეგ საშეჯიბრო სახეობებს მოიცავდა:
- სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან დასაცავ პირთან ერთად ქვეითად გადაადგილების დროს;
- სწრაფი სროლა სხვადასხვა პოზიციებიდან;
- სროლა ავტომობილიდან;
- ხელჩართული ბრძოლის ილეთების დემონსტრირება;
- ავტომობილით დაბრკოლებათა ხაზის გადალახვა;
- ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენა;
- დასაცავი პირისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ევაკუაცია;
- დაცვითი ტაქტიკისა და ტექნიკის დემონსტრირება დასაცავ პირთან ერთად ქვეითად გადაადგილების დროს.
სამდღიანი შეჯიბრის შედეგად, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის Iგუნდი;
IIადგილი - სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის IIგუნდი;
IIIადგილი - პირადი დაცვის დეპარტამენტის გუნდი.
ტურნირის საუკეთესო მსროლელის ტიტული -გიგია არაბულმა, საუკეთესო მრბოლელის - ბორის კალანდარიშვილმა, ხოლო ხელჩართული ბრძოლის საუკეთესო მონაწილის - კახა მერაბიშვილმა მოიპოვა.
პირად მცველთა ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ამაღლება, დაცვით ღონისძიებებში ჩართულ პირთა უნარ-ჩვევების დახვეწა და სპორტის სამსახურებრივ-გამოყენებითი სახეობების განვითარება.