საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ვაკანსია

2018-08-15 15:10:00

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აცხადებს პირადი დაცვის დეპარტამენტში დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე ჩასარიცხად შესარჩევ კანდიდატთა განაცხადების მიღებას.

განაცხადი შეუძლია წარმოადგინოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს კანდიდატებისთვის დადგენილ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა)    სქესი – მდედრობითი;

ბ)    ასაკობრივი ზღვარი - 20 წლიდან 27 წლის ჩათვლით;

გ)    სიმაღლე – მინიმუმ 170 სმ.;

დ)   განათლების მინიმალური დონე - უმაღლესი (დასაშვებია მაგისტრატურის სტუდენტი, ასევე ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტი);

ე)    ინგლისური ენის ცოდნა (დამატებით სხვა უცხოენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

ვ)    ჯანმრთელობის მდგომარეობა – ჯანმრთელი.

 

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და განათლების (ან სწავლის) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

კანდიდატები შერჩევისას რიგითობით გაივლიან შემდეგ ეტაპებს:

ა)         გასაუბრება;

ბ)         სამედიცინო კომისია;

გ)         ფიზიკური მომზადების დონის გამოსავლენი ტესტირება;

გ.ა)      სირბილი სწორ რელიეფზე, 2400 (ორიათას ოთხასი) მეტრზე- მაქსიმალური დასაშვები დრო 12:50 წუთი;

გ.ბ)      წოლბჯენში ხელებზე აზიდვა, მინიმუმ 40 (ორმოცი);

                      გ.გ)      მუცლისპრესი, მინიმუმ 44 (ორმოცდაოთხი);

გ.დ)     ღერძზე მიზიდვა, არანაკლებ 4 (ოთხი);

დ)       ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოსავლენი ტესტირება;

ე)        სრული სპეციალური შესწავლა-შემოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ)        პირად მცველთა მომზადების პროგრამით განსაზღვრული კურსის დადებითი შედეგებით გავლა, კურსით გათვალისწინებული გამოცდების და ტესტების წარმატებით ჩაბარება.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV და საჭირო დოკუმენტები სამსახურის ელექტრონულ მისამართზე: contact@ssps.gov.ge ან ფიზიკურად წარმოადგინონ მისამართზე: ქ.თბილისი, 9 აპრილისქ.N2; დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 92 16 31 (44 22)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1 სექტემბერი.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< დეკემბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო