საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა განაცხადების მიღება დაიწყო

2019-07-05 12:31:00

ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა?

განაცხადის წარდგენა შეუძლია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ 18-26 წლის წვევამდელს.

რა უპირატესობა აქვს საკონტრაქტო სამსახურს?
• სამუშაო რეჟიმი: სამ დღეში ერთხელ მორიგეობის განრიგი;
• შრომის ანაზღაურება: თვეში დარიცხული 120 ლარის ოდენობით;
• ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა (ოფიცრებისა და ზევადიან თანამშრომელთა ანალოგიურად);
• აქტიური ხელშეწყობა სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის: შვებულებები აკადემიურ სასწავლო პროცესთან და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
• წარმატებული მოსამსახურეებისთვის სამსახურის გაგრძელების (მათ შორის სპეციალური დანიშნულებისა და პირადი დაცვის დანაყოფებში) რეალური შესაძლებლობის არსებობა.
საკონტრაქტო სამსახურის დაწყებას წინ უძღვის 21 დღიანი სასწავლო შეკრება, რომლის დროსაც წვევამდელები:
• მიიღებენ თეორიულ მომზადებას;
• კვალიფიციური ინსტრუქტორების მეთვალყურეობით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას საბრძოლო ილეთების ათვისებით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით;
• უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით (სამჯერადი კვება, სამედიცინო მომსახურება, ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობა).
რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს აღრიცხვაზე მყოფმა წვევამდელმა განაცხადის შეტანისას?
• მიწერის მოწმობა შესაბამისი რაიონული სამხედრო განყოფილებიდან (ასევე შესაძლოა წარმოდგენილ იქნას შემდგომ სხვა საბუთებთან ერთად);
• საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• სხვა საბუთები განაცხადის წარდგენის შემდგომ.
განაცხადების მიღება წარმოებს როგორც ელ. ფოსტით - contact@ssps.gov.ge , ასევე მისამართზე: ქ. თბილისი, 9 აპრილის N2. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995 32) 2 92 16 31 + შიდა (44 29) ან + შიდა (41 81).

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< ნოემბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო