საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა განაცხადების მიღება დაიწყო

2020-01-10 17:11:00

       

განაცხადის წარდგენა შეუძლია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ 18-26 წლის წვევამდელს.

  • სამუშაო რეჟიმი: სამ დღეში ერთხელ მორიგეობის განრიგი;
  • შრომის ანაზღაურება: თვეში დარიცხული 120 ლარის ოდენობით;
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა (ოფიცრებისა და ზევადიან თანამშრომელთა ანალოგიურად);
  • აქტიური ხელშეწყობა სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის: შვებულებები აკადემიურ სასწავლო პროცესთან და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
  • წარმატებული მოსამსახურეებისთვის სამსახურის გაგრძელების (მათ შორის სპეციალური დანიშნულებისა და პირადი დაცვის დანაყოფებში) რეალური შესაძლებლობის არსებობა.
  • საკონტრაქტო სამსახურის დაწყებას წინ უძღვის 21 დღიანი სასწავლო შეკრება, რომლის დროსაც წვევამდელები:
  • მიიღებენ თეორიულ მომზადებას;
  • კვალიფიციური ინსტრუქტორების მეთვალყურეობით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას საბრძოლო ილეთების ათვისებით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით;
  • უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით (სამჯერადი კვება, სამედიცინო მომსახურება, ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობა).
  • წვევამდელებმა განაცხადის შეტანისას უნდა წარადგინონ:
  • მიწერის მოწმობა შესაბამისი რაიონული სამხედრო განყოფილებიდან (ასევე შესაძლოა წარმოდგენილ იქნას შემდგომ სხვა საბუთებთან ერთად);
  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სხვა საბუთები განაცხადის წარდგენის შემდგომ.
  • განაცხადების მიღება წარმოებს როგორც ელ.ფოსტით - contact@ssps.gov.ge, ასევე მისამართზე: ქ. თბილისი, 9 აპრილის N2.
  • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995 32) 2 28 44 36 ; (+995 32) 2 92 16 31 + შიდა (44 29) ან + შიდა (41 81)
ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< დეკემბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო