საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

აშშ-ის ელჩის ვიზიტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში

2020-06-10 21:34:00

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ეწვია.

შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სახელმწიფო უწყებასა და სამსახურს შორის არსებულ მრავალწლიან გამორჩეულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ კელი დეგნანს სამსახურის სპეციფიკა და საქმიანობა გააცნო. მათ თანამშრომელთა სათანადო მომზადებისთვის უწყვეტ საწვრთნელი პროცესის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, მიმოიხილეს ერთობლივი აქტივობები და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

ელჩმა გამორჩეულად აღნიშნა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა მაღალი პროფესიონალიზმი და მადლიერება გამოხატა კვალიფიციური სამსახურისა და თანამშრომლობისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1995 წლიდან ახორციელებს.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< თებერვალი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
1718192021
22
23
2425262728  
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო