სიახლეები
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა განაცხადების მიღება დაიწყო
2022-08-09 14:06:00
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა განაცხადების მიღება დაიწყო.
განაცხადის წარდგენა შეუძლია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ 18-26 წლის წვევამდელს.
საკონტრაქტო სამსახურის გავლის პირობებია:
· მორიგეობა სამ დღეში ერთხელ;
· ჯანმრთელობის დაზღვევა;
· სტუდენტებისა და სპორტსმენებისთვის აქტიური ხელშეწყობა.
საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, წვევამდელები გაივლიან სასწავლო შეკრებას, რომლის დროსაც ისინი:
· მიიღებენ თეორიულ ცოდნას;
· კვალიფიციური ინსტრუქტორების მეთვალყურეობით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას საბრძოლო ილეთების ათვისებით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით;
· უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი და საბაზისო პირობებით.
წვევამდელმა განაცხადის შეტანისას უნდა წარადგინოს:
· მიწერის მოწმობა შესაბამისი რაიონული სამხედრო განყოფილებიდან;
· საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
· სხვა დოკუმენტები განაცხადის წარდგენის შემდგომ.
განაცხადების მიღება შესაძლებელია როგორც ელ. ფოსტით - contact@ssps.gov.ge
ასევე მისამართზე: ქ. თბილისი, 9 აპრილის N2.
დამატებითი ინფორმაციისთვის
დაგვიკავშირდით: (032) 2 28 44 36; (032) 2 92 16 31 + შიდა (44 29 ან 41 81)