სიახლეები
დაცვის სამსახურების ასოციაციის რიგით მე-18 კონფერენცია
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 9-12 ოქტომბერს დაცვის სამსახურების ასოციაციის რიგით მე-18 კონფერენციას მასპინძლობს.
ღონისძიებას 45 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის გაეროს, ნატოს, ევროკომისიისა და ევროპის ცენტრალური პოლიციის წარმომადგენლები ესწრებიან.
ღონისძიების მასპინძელი და ორგანიზატორია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელიც 2010 წლიდან არის ასოციაციის აქტიური წევრი.
კონფერენცია 10 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა და 3 სამუშაო დღე გაგრძელდება. ღონისძიების დღის წესრიგი მოიცავს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა მაღალი რისკის შემცველ გარემოში ოპერირება, თანამედროვე საფრთხეების და გამოწვევების შეფასება, უახლესი ტექნოლოგიები და სხვ.
საკონფერენციო ფორმატის გარდა, ღონისძიება სამუშაო შეხვედრებს და თემატურ სასესიო აქტივობებს ითვალისწინებს. კონფერენციის დასკვნით ნაწილში მონაწილეები სამსახურის სასწავლო ცენტრს ესტუმრებიან, სადაც განახლებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოინახულებენ.
დაცვის სამსახურების ასოციაციის მე-18 კონფერენცია 12 ოქტომბერს დასრულდება. იხ. ფოტოალბომი