საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

წვევამდელებმა შინდისის გმირების მემორიალთან სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადეს

2024-11-06 14:06:00

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წვევამდელებმა შინდისის გმირების მემორიალთან სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადეს.

დღეიდან, ერთი წლის განმავლობაში, 225 ახალწვეული სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში  საკონტრაქტო სამსახურს გაივლის.

სამსახურის უფროსმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა და სიტყვით მიმართა:

ბატონო ჯარისკაცებო!

მინდა მოგილოცოთ ეს გამორჩეული დღე, როდესაც დადეთ სამშობლოსადმი ერთგულების ფიცი! უერთდებით რა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგებს, თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. დღეიდან თქვენ გაქვთ პატივიც და პასუხისმგებლობაც, რომ ემსახუროთ ჩვენ ქვეყანას და დაიცვათ მისი უსაფრთხოება.

თქვენ ფიცი დადეთ საქართველოს უახლესი ისტორიის გამორჩეულ ადგილას - შინდისის გმირების მემორიალთან. 2008 წელს პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ბიჭებმა თავი გაწირეს სამშობლოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მათთვის საქართველო უპირველესი იყო! ქედს ვიხრი შინდისის გმირების წინაშე! მჯერა, რომ გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან დადებული ფიცი თქვენთვის ემოციურია და ძალზე საპატიო!

ღრმად ვარ დარწმუნებული, არ დაიშურებთ ძალისხმევას და მონდომებას, რომ პირნათლად ემსახუროთ სამშობლოს, კეთილსინდისიერად შეასრულებთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დაკისრებულ მოვალეობას და ამაყად ატარებთ სამსახურის მუნდირს, სამსახურის, რომელიც 30 წელია განუხრელად დგას სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ფიცის მიღებას! გისურვებთ მშვიდობას და წარმატებულ სამხედრო სამსახურს!

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< დეკემბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო