საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 20 წლის იუბილე

2014-06-23 16:48:00

  2014 წლის 23 ივნისს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 20 წლის იუბილე აღნიშნა. ამავე დღეს ასამდე წვევამდელმა საზეიმო ვითარებაში სამხედრო მოსამსახურის ფიცი დადო. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა, რომელმაც საიუბილეო თარიღი მიულოცა სამსახურის თანამშრომლებს, სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საზღვარგარეთის დაცვის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და წვევამდელთა მშობლები. სამსახურის უფროსმა, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკმა თეიმურაზ მღებრიშვილმა სტუმრებს დაათვალიერებინა უახლესი საბრძოლო სპეციალური ტექნიკა და განახლებული ავტოპარკი. სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებმა წარმოადგინეს საჩვენებელი გამოსვლები ფიზიკური, საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების სხვადასხვა სახეობაში. (იხ.ალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< დეკემბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
3031     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო