სიახლეები
ფრანგმა ინსტრუქტორებმა სდსს-ში სალექციო კურსი წაიკითხეს
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინიციატივით ა/წ 10-14 ნოემბერს მოწვეულნი იყვნენ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული უმაღლესი რანგის პირების უსაფრთხოების დაცვის სამსახურის ინსტრუქტორები - გვენ ლეპენვენი და სებასტიან ჰერმანი, რომლებმაც ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს დასაცავი პირების ფეხითა და ავტომობილებით გადაადგილების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
გადამზადება გაიარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვადასხვა დანაყოფების, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებიც სალექციო კურსის დასრულების შემდეგ სიგელებით დააჯილდოვა საფრანგეთის სამხედრო ატაშემ საქართველოში ბატონ სტეფან როპერმა.
სდსს უფროსის მოადგილემ, როინ ვარშანიძემ ხაზი გაუსვა სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის წვლილს ქართულ-ფრანგული სასწავლო კურსის განხორციელებაში, მადლობა გადაუხადა კოლეგებს და ფრანგულ მხარეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. (იხ.ალბომი)