სიახლეები
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სდსს დალოცა
2014-11-23 15:23:00
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II, სამების საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობა, მისი ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი დალოცა. მათ სამსახურებრივ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. (იხ.ალბომი) (იხ.ვიდეო)