სიახლეები
დაიწყო წვევამდელთა სადღეღამისო-სასწავლო შეკრება
2010-11-20 17:40:00

საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი 330 კანდიდატი, 2010 წლის 25 ნოემბრიდან 25 დეკემრამდე გაივლის სადღეღამისო-სასწავლო შეკრებას. პრაქტიკული და თეორიული მომზადების კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატები ჩაირიცხებიან საკონტრაქტო სამსახურში.
სადღეღამისო-სასწავლო შეკრების პერიოდში კანდიდატები გაივლიან საცეცხლე, სამწყობრო, ტაქტიკური და თეორიული მომზადების კურსს, გაეცნობიან იმ კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომელიც არეგულირებს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას.