სიახლეები
დაიწყო წვევამდელთა სადღეღამისო-სასწავლო შეკრება
2011-05-12 14:53:00
საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი 318 კანდიდატი, 2011 წლის 12 მაისიდან 12 ივნისამდე გაივლის სადღეღამისო-სასწავლო შეკრებას. პრაქტიკული და თეორიული მომზადების კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატები ჩაირიცხებიან საკონტრაქტო სამსახურში.
სადღეღამისო-სასწავლო შეკრების პერიოდში კანდიდატები გაივლიან საცეცხლე, სამწყობრო, ტაქტიკური და თეორიული მომზადების კურსს, გაეცნობიან იმ კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომელიც არეგულირებს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას.
პირველად სამსახურის ისტორიის მანძილზე, წელს საკონტრაქტო სამსახურს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბავშვთა სახლების 8 აღსაზრდელი გაივლის.