საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

317 წვევამდელმა სამხედრო და სდსს მოსამსახურის ფიცი დადო

2011-06-10 12:00:00

2011 წლის 10 ივნისს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 317 წვევამდელმა, საზეიმო ვითარებაში დადო სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი. ცერემონიალზე ჯარისკაცებმა გაიარეს საზეიმო მარშით,  თავდაცვის სამინისტროს სარიტუალო ორკესტრის თანხლებით შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი, დამსწრეებს აჩვენეს ხელჩართული ბრძოლის ილეთები და რამდენიმე მათგანმა იმღერა ხალხური სიმღერა.  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 16 წელია ახორციელებს წვევამდელთა გაწვევას. წელს კი პირველად სამსახურის ისტორიაში, ჩვენი უწყების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ურთიერთ თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად,  დაიწყო ბენეფიციართა მიღება ერთწლიან საკონტრაქტო სამსახურში.   აღნიშნული  ინიციატივა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება, ემსახურება მზრუნველობა მოკლებული ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას.  საგაზაფხულო გაწვევისათვის, საგურამოს, თბილისისა და ბათუმის ბავშვთა სახლებიდან შეირჩა 8 ბენეფიციარი, რომელთაც მიაღწიეს 18 წელს და გამოთქვეს სურვილი, იმსახურონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში ერთი წლის ვადით. ბენეფიციარებს საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს საცხოვრებლით, საკვებით, ხელფასით, პერიოდული პრემირებებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევით და სეზონური უნიფორმებით.  ღონისძიების დასასრულს, საკონტრაქტო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა სამსახურის უფროსმა, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორმა, თეიმურაზ ჯანაშიამ:  მოგესალმებითმინდა ყველას მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე.  დღეს თქვენ დადეთ სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი და ამით საკუთარ თავზე აიღეთ საქართველოს კონსტიტუციის დაცვისა და სამხედრო წესდების მოთხოვნების შესრულების ვალდებულებასწორედ დღეიდან იწყება თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელსაც ქვეყნის სამსახურში დგომა ჰქვია. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგებში ყოფნით, გეძლევათ შესაძლებლობა, გამოავლინოთ თქვენი პატრიოტიზმი და კეთილსინდისიერებათითოეულ თქვენგანს უნდა გახსოვდეთ, რომ  ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ობიექტებს იცავთ და ამით დიდი წვლილი შეგაქვთ საქართველოს აღმშენებლობის  საქმეშიკიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სახელი“.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< დეკემბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
91011
12
131415
16171819202122
23242526272829
3031     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო