სიახლეები
დაიწყო წვევამდელთა სადღეღამისო - სასწავლო შეკრება
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი 453 კანდიდატი 2012 წლის 14 მაისიდან 12 ივნისამდე სადღეღამისო - სასწავლო შეკრებას გაივლის.
სასახურის უფროსის მოადგილის - სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის სახელმწიფო დაცვის ვიცე - პოლკოვნიკ დავით ბესტავაშვილის ხელმძღვანელობით წვევამდელთა სადღეღამისო - სასწავლო შეკრებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა, სადაც განხილულ იქნა სპეციალური თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის პროგრამის პროექტი. სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების პრაქტიკოსი მუშაკების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების შედეგად დამტკიცდა ერთიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სამწყობრო, საცეცხლე, ტაქტიკური და თეორიული მომზადების სრულ კურსს.
წვევამდელების სწავლების სრულფასოვნად წარმართვისთვის ასევე ჩატარდა ოცმეთაურთა კურსი, სადაც მომზადებულ მეთაურთა შემადგენლობა უშუალოდ იქნება დაკავებული წვევამდელების თეორიულ - პრაქტიკული სწავლების ფუნქციით.
ერთთვიანი თეორიულ - პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატები ჩაირიცხებიან 15 - თვიან საკონტრაქტო სამსახურში.
სამსახურის გასული წლის ინიციატივა ბავშვთა სახლების ბენეფიციარების საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, წელსაც გრძელდება. საკონტრაქტო სამსახურს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბათუმისა და თელავის ბავშვთა სახლების 4 აღსაზრდელი გაივლის.